დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. „მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“, – განაცხადა ტრამპმა ფიცის დადების დროს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უამინდობის გამო ფიცი კაპიტოლიუმის შენობაში, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე დადო.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა.
ფოტო: CNN