logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

გლობალურ ბირჟებზე ოქრო ისევ გაძვირდა - როგორია საქართველოდან ექსპორტი

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. უნცია ოქროს ფასმა ბირჟებზე უკვე 2730 დოლარს გადააჭარბა, ეს თითქმის 38%-ით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ანალიტიკოსები ძვირფას ლითონზე ფასის ზრდას გეოპოლიტიკურ რისკებს და არსებულ კონფლიქტებს უკავშირებენ. მართალია, ინვესტორებისთვის გარემო არახელსაყრელია, თუმცა ოქრო სწორედ ასეთი რისკების დროს ძვირდება, რადგან ის გლობალური კრიზისებისგან დაზღვევის კარგი საშუალებაა. ამავდროულად ოქროს მსხვილ შემსყიდველებს შორის ბოლო პერიოდში აქტიურობენ ცენტრალური ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ოქროს რეზერვების შესავსებად იყენებენ.

გაზრდილია მოთხოვნა ქართულ ოქროზეც. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 105 მლნ დოლარის ოქრო (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) გავიდა, 18%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით.

ქართული ოქროს ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა შვეიცარიაა, სადაც ექსპორტის 92% მოდის. ექსპორტიორებს შორისაა არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი.

გამოგვყევით