logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა ₾2.8 მლნ შეადგინა" - სემეკი

მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, 2024 წელს 3073 განცხადება/საჩივარი შევიდა. მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა კი, 2 769 868.74 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მომხმარებელთა საჩივრები სექტორების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ელექტროენერგია - 1161, ბუნებრივი გაზი: 448, წყალმომარაგება - 1455 საჩივარი.

"სადავო საკითხების გადაწყვეტისას კომისია დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის უმნიშვნელოვანეს ფუნქციად რჩება. ამიტომ სადავო საკითხების განხილვისას და გადაწყვეტისას კომისია მოწოდებულია, საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით განუხრელად განახორციელოს ეს ფუნქცია.

კომისია სადავო საკითხის განხილვის შედეგად იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, რიგ სადავო საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოება წყდება კომისიის აპარატის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - წერილით.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული კომისიის ფუნქცია არ გამორიცხავს მის უფლებას, დაიცვას ასევე კომპანიის ინტერესები დავის განხილვისას კომპანიის მხრიდან არგუმენტირებული, მტკიცებულებებით გამყარებული და კანონმდებლობის შესაბამისი პოზიციის წარმოდგენის შემთხვევაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით