Air Serbia თბილისიდან ფრენებს იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ სააგენტოში უკვე წარმოადგინა განაცხადი,მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით.
ამას გარდა, უწყების ინფორმაციით, 5 ივნისს, ბელგრადში საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე.
სააგენტოს ინფორმაცით, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებათაშორის მემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე.