logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"რეგიონების განვითარებას უფრო მეტი დრო და რესურსი უნდა დავუთმოთ" - შოთა ბერეკაშვილი

ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ რეგიონების განვითარებას უფრო მეტი დრო და რესურსი უნდა დავუთმოთ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონს განვითარების კუთხით კონკრეტული სპეციალიზაცია ჰქონდეს.

"კახეთმა კარგად დაინახა თავისი ნიშა და აქ კარგად განვითარდა "ჰოსპიტალიტი" და ღვინის წარმოება. ქალაქების ეკონომიკური განვითარება ბევრად დიდია, ვიდრე რეგიონების და გვინდა, რომ ეს სხვაობა შევავსოთ. ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი არის ის, რომ რეგიონებში უფრო სწრაფად მოხდეს ეკონომიკური განვითარება.

თუ დღეს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9500 დოლარის ფარგლებშია, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებლის კუთხით 13 000 დოლარზე ავიდეთ, რაც მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით, მაღალ შემოსავლიანი ქვეყნის პირველი ზღვარია", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

გამოგვყევით