logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

გორში, სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სრულდება

გორში, სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სრულდება

1725286440

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, დამატებითი სასწავლო ფართის მშენებლობასა და საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვას ითვალისწინებდა, დასასრულს უახლოვდება.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, 600 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში იფუნქციონირებს: თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო; ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით; აღჭურვილი - შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით. გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი სასაზღვრო ზოლის მიმდებარე, სოფელ მეჯვრისხევის სრულად განახლებული სკოლა სასწავლო პროცესს ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.

გამოგვყევით