logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა 74 ახალგაზრდას ექნება"

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა 74 ახალგაზრდას ექნება"

1755771060

ველოდებით ახალ სტაჟიორებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუნდთან ერთად საინტერესო პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ არჩეულ პროფესიაში,- ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განაცხადა.

მზია გიორგობიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შარშანდელი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, 2025 წელსაც გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის - ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ უწყებებში.

განაცხადების მიღება დაიწყება 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.

წელს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა 74 ახალგაზრდას ექნება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება არქიტექტორებზე, მშენებლებზე, სამოქალაქო და ჰიდროინჟინრებზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, მშენებლობის მენეჯმენტის, ასევე გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალისტებზე.

2024 წლის პროგრამა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა — ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტაჟირება გაიარა ყველა კანდიდატმა, ვინც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა. სულ 18-მა ახალგაზრდამ გაიარა პრაქტიკა, სტაჟირების ვადა კი ყველა მათგანს გავუხანგრძლივეთ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი დღეს უკვე ჩვენი თანამშრომელია,”-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

გამოგვყევით