დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც "ალფა სახლის" შემთხვევაში გვიდგას არის მაღალი მომართვიანობა. სამწუხაროდ იმის დრო არ გვრჩება, რომ როგორც სხვა პერიოდებში - ფუნდამენტურად მოხდეს ყველა დეტალის ახსნა. მომართვიანობა 10-ჯერ არის გაზრდილი წინა თვეებთან შედარებით. ამ პერიოდში ტრადიციულად იზრდება მოთხოვნა, თუმცა წელს კიდევ უფრო გაზრდილი მაჩვენებელია, - ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Lemons Group-ის დამფუძნებელმა ირინე მელიმონაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამის მიზეზი „ალფა სახლის“ სამი შეთავაზებაა: კვადრატული მეტრის ფასის შემცირება, მსუბუქი შენატანის პირობები წინასწარი გადახდის გარეშე და ახალი ჩაბარების კონცეფცია.
ირინა მელიმონაძემ აღნიშნა, რომ მომხმარებლების მხრიდან, კომპლექსების მიმართულებით უფრო დიდი ინტერესი წამოვიდა ვიდრე ეს კორპუსების მიმართაა.
"წინასაახალწლო პერიოდი ყიდვის განწყობა მაღალია. სწორედ ამიტომ, დეველოპერების მხრიდან შეთავაზებები პიკს აღწევს. უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი განსაკუთრებული შეთავაზება დეველოპერსაც გარკვეული ლიმიტით აქვს. შესაბამისად, თუ ნამდვილად რაღაც განსაკუთრებული პირობით გვინდა სარგებლობა, მაშინ მაქსიმალურად სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ამ მიმართულებით მომხმარებლების ცნობიერების მნიშვნელოვანი ზრდაა.
1-საძინებლიანი ბინები ყველაზე მოთხოვნადია და შესაბამისად, შესყიდვის დროს ფასიც უფრო მაღალია, ვიდრე 2 და 3-საძინებლიანის შემთხვევაში. ამასთან, ვფიქრობ, რომ მომხმარებელი გარკვეულწილად გაიზარდა და ის მხოლოდ კვადრატულობას არ უკვირდება. მისთვის მნიშვნელოვანია ჩაბარების კონდიცია, ინფრასტრუქტურა და სხვა", - აცხადებს ირინე მელიმონაძე.
შეგახსენებთ, "ალფა სახლი" უკვე 23 წელია ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია ამ დროის განმავლობაში 19 დასრულებულ პროექტს ითვლის, დღეს კი სამ ლოკაციაზე - გლდანში, დიდ დიღომში და შეკვეთილში - 25 კორპუსის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს.