,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"ა(ა)იპ ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ , მის წევრ კომპანიათა ნაწილის მხარდაჭერით, გამოხატავს მზაობას, გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისთვის და მედიკამენტების შესაძენად იმ პირებს, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ასოციაციას ელ-ფოსტაზე INFO@GDBA.GE,"-ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.