logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Temu-ს პოპულარობა დაბალმა ფასებმა გამოიწვია - ლევან მოლაშვილი

Temu-ს პოპულარობა დაბალმა ფასებმა გამოიწვია - ლევან მოლაშვილი

1730350080

Temu-ს პოპულარობა დაბალმა ფასებმა გამოიწვია, - ამის შესახებ ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან მოლაშვილმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მომხმარებელი საკმაოდ აქტიურად იყენებს გამოწერების ბაზარს.

"თითოეულ მიმართულებას თავისი ნიშა გააჩნია. ის რასაც ჩინური პლატფორმები გვთავაზობენ ეს არის ბიუჯეტური, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებულია დაბალ ღირებულებაზე და საშუალო, ან დაბალ ხარისხზე. თუმცა ამერიკული მიმართულებების როგორიცაა amazon-ი, ebay და სხვ.  ძირითადი ნიშა არის მაღალი ხარისხი, საიდანაც გამოწერა უფრო ძვირი ჯდება.

ადგილობრივი ბიზნესებისათვის Temu, ან მსგავსი დაბალბიუჯეტური აპლიკაციები ძალიან დიდი კონკურენტია, რა თქმა უნდა. ისეთი დიდი ვებსაიტები საქართველოში როგორიც არის vendoo, მათ არანაირი დისკომფორტი არ შექმნიათ, რადგან ისინი თავად არიან პროდუქციის შემომტანები. პატარა მოთამაშეებს შეექმნათ გარკვეული პრობლემა, თუმცა ვფიქრობ ეს იქნება გარკვეულწილად მოტივაცია მათთვის, რომ უფრო სხვა ტიპის პროდუქცია შემოიტანონ", - აცხადებს ლევან მოლაშვილი.

გამოგვყევით