logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ადგილობრივი ექსპორტი 4.9%-ით შემცირდა - რა გავყიდეთ 9 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით

ადგილობრივი ექსპორტი 4.9%-ით შემცირდა - რა გავყიდეთ 9 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით

1729495241

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 42.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.9 პროცენტით შემცირდა და 2 040.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

როგორც "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (420.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (304.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (210.1 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 226.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 213.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 169.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი).

გამოგვყევით