logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

კომპანია APIELY ფუტკრის რძისგან დამზადებული დიაბეტის სამკურნალო კაფსულების გამოშვებას გეგმავს

კომპანია APIELY ფუტკრის რძისგან დამზადებული დიაბეტის სამკურნალო კაფსულების გამოშვებას, რეგისტრაციის დასრულებისთანავე, რამდენიმე თვეში, გეგმავს. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ტარიელ მიდელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ამ ეტაპზე APIELY  ფუტკრის რძესა და მამალი ფუტკრის ჰომოგენატს აწარმოებს.

მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ APIELY კიდევ რამდენი პროდუქტის, მათ შორის, კოსმეტიკური ხაზის დამატებას აპირებს.

"ჩვენ ვაწარმოებთ ფუტკრის პროდუქტებს ფარმაცევტული მიმართულებით. თაფლის გარდა, ამჟამად, კაფსულების სახით გვაქვს ფუტკრის რძე და მამალი ფუტკრის ჰომოგენატი. ზაფხულში ჩავუშვით აღნიშნული პროდუქტები ბაზარზე და ამ ეტაპზე  რეალიზება მხოლოდ ონლაინ ხდება. აღნიშნული პროდუქტები გამოიყენება ორგანიზმის გამაჯანსაღებელ საშუალებად, იმუნიტეტის მოსამატებლად, გონებრივი განვითარებისთვის, სიმაღლეში ზრდისთვის. 

მომავალში, რა თქმა უნდა, ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ. მაქვს მეფუტკრეობა და ასევე, პატარა საწარმო კასპში, სადაც ხდება პროდუქტების წარმოება. მე თვითონ ვიღებ ფუტკრის რძეს და შემდეგ სტერილურ გარემოში ვამუშავებ", - აცხადებს ტარიელ მიდელაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია. რაც შეეხება ექსპორტს - ტარიელ მიდელაშვილის განცხადებით, კომპანია მოლაპარაკებებს ახორციელებს საამიროებთან და უახლოეს მომავალში შესაძლებელია პირველი ექსპორტიც განხორციელდეს. მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უცხოეთში ფუტკრის რძე და ჰომოგენატი გაიგზავნება.

"მინდა, რომ ყველაფერს ეტაპობრივად მივყვე. გეგმაში ძალიან ბევრი პროდუქტის დამატება, მაქვს, თუმცა ყველაფერი ხარჯებთან არის დამოკიდებული", - აღნიშნა მან. 

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის "₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულია.

გამოგვყევით