logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბაზარზე შინაური ცხოველების საკვების ქართული ბრენდი Competento გამოჩნდა

შინაური ცხოველის კეთილდღეობაზე ზრუნვას შესაბამისი დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება, ამიტომ ამ პასუხისმგებლობის აღება ბევრისთვის მარტივი სულაც არ არის. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი სწორად გამოკვება, ასაკისა და ჯიშის მიხედვით.

ქართულ ბაზარზე ძაღლებისა და კატების არაერთი სახის საკვები გვხვდება, რომელთა დიდი ნაწილი იმპორტირებულია. თუმცა, უკვე რამდენიმე თვეა,  ადგილობრივ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და გამორჩეული გემოვნური თვისებებით შექმნილი პრემიუმ ხაზის ქართული ბრენდი Competento გამოჩნდა.

როგორც ბრენდის ხელმძღვანელი გიორგი გვასალია „ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს, Competento, შესაძლოა, იმპორტირებული პროდუქტის ჩამნაცვლებელი გახდეს.

"გვინდოდა შეგვექმნა ბრენდი, რომელიც  მომხმარებელს განსხვავებულ ღირებულებებსა და გამოცდილებებს შესთავაზებდა. ბაზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ძაღლები, კატები ან აპირებენ შინაური ცხოველის აყვანას ვერ პოულობენ სწორ ცოდნასა და ინფორმაციას ძაღლების მოვლასა და კვების შესახებ. არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ და საბოლოოდ ეს უარყოფითად აისახება ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრენდის მიზანი სწორი ცოდნის გაზიარებაა, რათა კომპეტენტურ მშობლებად გადააქციოს ადამიანები,"-აღნიშნავს, გიორგი გვასალია.

კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე, ასევე გაყიდვების არხების გაფართოებაზე, მათ შორის საქართველოში. პარალელურად, Competento ახალ საექსპორტო ქვეყნებსაც ეძებს და მოლაპარაკებებს  შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან აწარმოებს.

"გვსურს მშრალ საკვებში ახალი გემოები  დავამატოთ. მათ შორის, სველი საკვებიც. გაყიდვები რამდენიმე თვეა დაიწყო და ხელმისაწვდომია  თბილისში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე და სულ მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება წარმოდგენილი."-ამბობს გიორგი გვასალია.

ცნობისთვის, პროდუქტების შექმნაზე მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ზრუნავენ.  თბილისში არსებული საწარმოს წარმადობა წელიწადში 25 000 ტონაა, ამ ეტაპზე კი თვეში მთლიანი წარმოების 500 ტონამდეა დატვირთული.

გამოგვყევით