logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"საქართველოს მელიორაცია" ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგებას დეკემბრის ბოლოს დასრულებს

"საქართველოს მელიორაცია" ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგებას დეკემბრის ბოლოს დასრულებს

1732180151

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო  და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

"საქართევლოს მელიორაციის" ინფორმაციით, ქალაქ წნორის ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურებასთან ერთად, 160 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით მიმდინარე თვეში დაიწყო და  დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

 

გამოგვყევით