logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ბანკის ინიციატივით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის "ვორქშოფები" ჩატარდა

საქართველოს ბანკის ინიციატივით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის "ვორქშოფები" ჩატარდა

1732197006

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებასა და ხელშეწყობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის ინიციატივით, 4B ფილიალში ორი ვორქშოფი გაიმართა.

შეხვედრის განსახილველი თემები იყო: ბიზნესის ფინანსური გაფართოების შესაძლებლობა და ბიუჯეტის დავალიანების ეფექტური მართვა.

შეხვედრებზე სპიკერებმა ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება შეფასდეს ფინანსურად, განიხილეს ბიუჯეტის საკითხები და საგადასახადო შეთანხმების დეტალები. ვორქშოფზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებსა და მათი გამოცდილების შესახებ.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის,  მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და სწორედ იმ პროდუქტებს თუ სერვისებს ვთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ. აღნიშნული ვორქშოფებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.  მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ახალ შესაძლებლობებს უჩენს ჩვენს პარტნიორებს და ეხმარება, ბიზნესის სწორი მიმართულებით განავითარონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 38.7%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.2%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 40.2%) მიხედვით. (2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.8 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/

გამოგვყევით