logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1732259165

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს(UNCTAD), ტერესა მორეირას შორის, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის განხილვის თემა ეხებოდა - კონფერენციის პლატფორმის  განვითარებას, GCCA-ს გაძლიერებას საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფებში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის შეფასების და აღსრულების პროცესში.

შეხვედრაზე განხილულ იყო საქართველოში კონკურენციის  და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები და შედეგები უწყების 10 წლიანი საქმიანობის ჭრილში.

ტერესა მორეირას განცხადებით GCCA ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი უწყებაა და მიღწეული შედეგები მოწონებას იმსახურებს, არსებული გამოწვევების შეფასებაში და რეკომენდაციების შემუშავებაში კი  UNCTAD-ის ექსპერტები მზად არიან ჩაერთონ.

ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ კოლეგებს მხარდაჭერისთვის, კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და GCCA -ს საქმიანობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობის მზაობა გამოთქვა .

შეხვედრაში მონაწილეობდნენ - GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე და

სააგენტოს და UNCTAD-ის კონკურენციისა და სამომხმარებლო პოლიტიკის განყოფილების იურისტები, ანა კანდიდა მუნის სიპრიანო  და აკარი იამამოტო ბონენფანტი.

გამოგვყევით