logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ კუნძულ ბალიზე ორმხრივი ფრენები გააუქმა

რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ კუნძულ ბალიზე ორმხრივი ფრენები გააუქმა

1731489660

ვულკანის განმეორებით ამოფრქვევის შემდეგ, რომლის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ კუნძულ ბალიზე ორმხრივი ფრენები გააუქმა . ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი  ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,4-დან 12 ნოემბრის შუალედში კუნძულ ბალიზე 80 ფრენა გაუქმდა, მათ შორის სინგაპურიდან, ჰონგ კონგიდან და ავსტრალიის რამდენიმე ქალაქიდან.

3 ნოემბერს ლევოტობი ლაკი-ლაკის ამოფრქვევამ, რომელიც კუნძულ ბალიდან დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ვულკანი მრავალჯერ ამოიფრქვა, მათ შორის, გასულ ღამეს რამდენჯერმე. Reuters-ის ინფორმაციით,   ლევოტობიდან ამოფრქვეულმა ფერფლმა 10 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და მიმდებარე ტერიტორიები დაფარა.

გამოგვყევით