საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკრობანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა.
მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, ბაზარზე არსებული ორი მიკრობანკი 71 მილიონი ლარის ანაბრებს ფლობდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ის მაჩვენებელი 21.7 მლნ ლარამდე იყო. დეპოზიტების მოცულობით „კრისტალი“ ლიდერობს.
რაც შეეხება კომპანიების წმინდა მოგებას, მაჩვენებელი შემცირებულია. მიმდინარე წლის აგვისტოში მიკრობანკების წმინდა მოგება 12 მილიონ ლარს აღემატებოდა. 2025 წლის აგვისტოში კი წმინდა მოგება 16 მილიონ ლარს აჭარბებდა.
MBC-ის წმინდა მოგება 2.2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო „კრისტალის“ – 10 მლნ ლარს.
მიკრობანკის პირველი ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის დეკემბერში გასცა.