logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი ₾8.4 მლნ-ია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი ₾8.4 მლნ-ია

1732190819

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. აღნიშნული კი, 2024 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანძვაძის  ინფორმაციით, გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა.

"სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვახდენთ პრიორიტეტების განსაზღვრას. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, ამასთან ეწყობა რეკრეაციული სივრცეები“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

 რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს სოფელ მუხიანში, საყულიაში, ოფურჩხეთში, ჯიმასტაროში, გუმათში, ჩუნეშში, ბანოჯასა და მაღლაკში, ასევე, სანიაღვრე სისტემა ეწყობა სოფელ ოფშკვითში.

სამუშაოებისთვის ჯამში 8 395 011 ლარი იხარჯება.

გამოგვყევით