logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ეზოთერიკული სერვისების პლატფორმა Starooms-ი სომხეთისა და ალბანეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს

ეზოთერიკული სერვისების პლატფორმა Starooms-ი სომხეთისა და ალბანეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს,- ამის შესახებ Starooms-ის დამფუძნებელმა ანი ჯანაშიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"ჯერჯერობით ვაპირებთ საქართველოს ბაზარი სრულად ავითვისოთ, რასაც სავარაუდოდ, 2-3 წელი დასჭირდება. ამის შემდეგ კი, პირველი ქვეყანა, სადაც გავალთ  - სომხეთი იქნება, ხოლო შემდეგ ალბანეთი. მე აღმოსავლეთ ევროპის ეზოთერიკული ასოციაციის წევრი ვარ, რომელიც ყოველწლიურად ბაზრების შესახებ კვლევას ატარებს თუ სად არის მეტი აქტიურობა და სად არიან მეტი მომხმარებლები. შესაბამისად, ამ კვლევებით ჩვენს რეგიონში გამოიკვეთა სომხეთი, სადაც საქართველოზე არანაკლები დაინტერესებაა ეზოთერიკული სერვისების მიმართ", - აცხადებს ანი ჯანაშია.

სტარტაპის დამფუძნებლის ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე აღნიშნული სერვისების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მზარდია. ამჟამად, პლატფორმაზე 20-მდე ეზოთერიკოსი და 400-მდე მომხმარებელია რეგისტრირებული.

ცნობისთვის, Starooms-ი არის ეზოთერიკული სერვისების (ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ტაროს კითხვა) პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის ფასის, ენის და სერვისის ტიპის პრეფერენციებს და ავტომატურად აკავშირებს მას სერტიფიცირებულ, სასურველი რეიტინგის მქონე პრაქტიკოსთან. 

სტრატაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

გამოგვყევით