logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა

ნათია თურნავა ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა

1751373162

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.

მოკლე საქმიან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წელს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ცალკეული საკითხების მიმდინარეობის პროგრესზე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით.

გამოგვყევით