logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა

1751282466

სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებისა და საცობების განტვირთვის მიზნით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები ქვეითებისთვის, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი შუქნიშნები“, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და ნაკადების გამტარუნარიანობას.

გარდა ამისა,  ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან  ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით უსაფრთხო საქვეითო კავშირი შეიქმნება. პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოგვყევით