თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "ავტოგრაფ მოლი" აშენდება. Cushman & Wakefield Veritas-ის ინფორმაციით, სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პროექტი მდებარეობს დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე – თბილისში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რაიონში, სადაც ამჟამად ოპერირებს ჰიპერმარკეტი "გუდვილი" და სხვა სავაჭრო ობიექტები.
პროექტი მოიცავს: მიწის ნაკვეთი: 43,100 მ², სამშენებლო მოცულობა დაახლოებით: 60,000 მ², სამსართულიანი სავაჭრო სივრცე.
პროექტს ახორციელებენ დეველოპერული კომპანიები: BLOX-ი, Autograph-ი და UPCO Development-ი, არქიტექტორი – "ჰაუსარტ დიზაინი".
Cushman & Wakefield | VERITAS მუშაობდა სავაჭრო ცენტრის კონცეფციაზე და ძალიან მალე დაიწყებს გაქირავების პროცესს.