logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ირან-ისრაელის ომის გავლენა შეინიშნება, თუმცა გვაქვს იმედი, რომ კარგი სეზონი გვექნება - "ტივი"

ძირითადად, ადგილობრივ სეგმენტზე ვართ ორიენტირებული და შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების 90% ადგილობრივია, თუმცა რა თქმა უნდა, ვცდილობთ ტურისტული ჯგუფებიც მივიღოთ. ირან-ისრაელის ომის გავლენა შეინიშნება, - ამის შესახებ მტკვარზე არსებული რესტორანი "ტივის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ კოტრიკაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, განვითარებული მოვლენების ფონზე გალფის ქვეყნებიდან ჯავშნების ნაწილი გაუქმდა.

"გვაქვს იმედი, რომ ტურისტული ნაკადი ისევ გააქტიურდება. ველოდებით არსებული სიტუაციის დასტაბილურებას და თუ დავინახავთ, რომ ტენდენციები არ იცვლება, მაშინ ალტერნატიული გზების ძიებას დავიწყებთ. 

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. მცირე ზომის გემი დავამატეთ და ამ პროექტის ინვესტიცია ₾1.5 მლნ-ს შეადგენდა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ განვვითარდეთ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ხელის თხოვნის და დაბადების დღის ღონისძიებებზეა. რაც შეეხება ფასებს - სტაბილურად ვინარჩუნებთ წინა წლის ფასებს. გვაქვს იმედი, რომ კარგი სეზონი გვექნება", - აცხადებს ნიკოლოზ კოტრიკაძე.

ცნობისთვის, მტკვარზე არსებული რესტორან "ტივს" ჯამში ერთდროულად 120 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. რესტორანი 2 კატერს ფლობს და 2025 წლის ბოლომდე დამატებით 2 შედარებით დიდი ზომის მცურავი საშუალების დამატებას გეგმავს. 

გამოგვყევით