იურიდიული კომპანია GST Legal-ი სულ რაღაც ერთი წელია, რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, თუმცა ამ მოკლე დროში მან შეძლო მრავალი იურიდიული და ფიზიკური პირის ნდობის მოპოვება. მისი კლიენტები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი ინვესტორები, რომელთაც სჭირდებათ მაღალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურება ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობის სპექტრი მოიცავს სამართლის არაერთ მიმართულებას: სამეწარმეო სამართლის საკითხებს, შრომით ურთიერთობებს, კომპანიის დაფუძნებასა და წარმომადგენლობას მესამე პირებთან, საინვესტიციო გარიგებების სამართლებრივ მხარდაჭერას, უძრავი ქონების რეგისტრაციას, სამშენებლო დეველოპერულ პროცესებში მონაწილეობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გადახდისუუნარობის წარმოებას ა.შ.
GST Legal-ის წარმატების საფუძველი არის მისი გუნდი — გამოცდილი, კვალიფიციური და დარგობრივად სპეციალიზებული იურისტები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ საჯარო და კერძო სექტორებში.
გიორგი გაგუა, კომპანიის პარტნიორი და დირექტორი, სამართლის მაგისტრია, რომელსაც 17-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იგი სპეციალიზებულია შრომის, უძრავი ქონების, ბიზნეს სამართალსა და სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვაში.
,,ჩვენი კომპანია საქმიანობს სამართლის სხვადასხვა სფეროში და ჩვენი ჩართულობით მიიღწევა ის შედეგი, რაც უზრუნველყოფს კლიენტებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურებას. განვლილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ნათელია როგორც ბიზნესის ისე ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნები, რაც საქმის სტრატეგიის დაგეგმვაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.“ - ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს გიორგი გაგუა.
სოფიო მაჭავარიანი, მმართველი პარტნიორი, ბიზნესსამართლის დოქტორი და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსია. იგი უკვე 25 წელია აქტიურად მოღვაწეობს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და პარალელურად ეწევა სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას სამართლის მიმართულებით. მისი განსაკუთრებული ინტერესებია და საქმიანობის სფეროა საკრედიტო ურთიერთობები, კორპორაციული სამართალი, გადახდისუუნარობის სამართალი და ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი ურთიერთობა.
,,კლიენტების მომსახურების გაწევისას ჩემი მიღებული გამოცდილება მეხმარება მაქსიმალურად მოვერგო მათ საჭიროებებს და დროულად და ეფექტურად მოვახდინო მათი ინტერესების პროფესიონალური დაცვა. სამართლებრივი პროცესის სწორად დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც პრაქტიკული გამოცდილება, ისე ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პრაქტიკა, რასაც წლების განმავლობაში ვახორციელებ, რადგან მიწევს სასამართლო პრაქტიკის, საკანონმდებლო თუ სამართლებრივი სიახლეების მუდმივი მონიტორინგი.“ - ჩვენთან საუბარში აღნიშნავს სოფიო მაჭავარიანი.
თათია ზირაქაშვილი, კომპანიის პარტნიორი და სამართლის მაგისტრი, ფოკუსირებულია ადმინისტრაციულ და უძრავი ქონების სამართალზე. მისი პრაქტიკა მოიცავს ლიცენზიებისა და ნებართვების საკითხებს, ასევე საჯარო სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ შეფასებას.
„სასამართლო სისტემაში მიღებული გამოცდილება და ადმინისტრაციული ორგანოების მიდგომისა და პრაქტიკის ცოდნა მეხმარება ზუსტად მოვახდინო კლიენტის რეალური საჭიროებების გამოვლენა, მისი გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური გზის ძიება და ვაწარმოო საქმე ეფექტურად კლიენტის სასურველი შედეგის მისაღებად.“ - ჩვენთან საუბარში აღნიშნავს თათია ზირაქაშვილი.
GST Legal-ი მყარად აფუძნებს თავის საქმიანობას კლიენტის საჭიროებებზე ორიენტირებულ სამართლებრივ გადაწყვეტებსა და ინდივიდუალურ მიდგომებზე. კომპანია ყოველდღიურად ადევნებს თვალს სასამართლო პრაქტიკის, კანონმდებლობისა და რეგულაციების ცვლილებებს, რათა უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი პროფესიონალიზმი.
კომპანია უკვე იკავებს სტაბილურ ადგილს ქართულ იურიდიულ ბაზარზე და მომავლისთვის ისახავს მიზნად კიდევ უფრო ფართო და მრავალმხრივი მომსახურების შეთავაზებას.