logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ მოიმატა" - ქუთაისის მერია

"ტურისტების რაოდენობა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და არაბული ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ამის შესახებ ქუთაისის მერიიდან "ბიზნესპარტნიორს" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, ზოგადად, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, რასაც დიდწილად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები განაპირობებს. 

"ა(ა)იპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ტურისტების მომართვიანობის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების აქტივობა ქალაქში გაზრდილია.

ქუთაისი, როგორც საერთაშორისო აეროპორტის მქონე ქალაქი და იმერეთის რეგიონის ცენტრი, მნიშვნელოვანი ტურისტული კვანძია. Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მრავალი ქალაქის მიმართულებით, ევროპელი ტურისტების მოზიდვას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს. ამასთან, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან და არაბული ქვეყნებიდან, რაც დიდწილად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნული მიმართულებით  დანიშნული პირდაპირი რეისების შედეგია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

"ბიზნესპარტნიორისთვის" მიწოდებულ ინფორმაციაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეცაა საუბარი და ხაზია გასმული, რომ ქალაქში რეაბილიტაცია, როგორც ცენტრალურ ქუჩებს, ასევე შიდა საუბნო გზებს უტარდება.

"ქუთაისში, ფაქტობრივად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქუჩებზე განახლდა გზის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები, სანიაღვრეები, გარე განათება. პერიოდულად გზების ლოკალური შეკეთებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება წყალმომარაგებას, ქუთაისის მოსახლეობას  2020 წლიდან წყალი 24 საათიანი რეჟიმით, უწყვეტად მიეწოდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით