logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ოქტომბერში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - PMC კვლევითი ცენტრი

ოქტომბერში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - PMC კვლევითი ცენტრი

1732281600

დასაქმების ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. jobs.ge-ზე ოქტომბერში 7 830-მდე ვაკანსია გამოცხადდა, რაც წინა თვესთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში jobs.ge-ზე სულ 47 700-მდე ვაკანსია გამოცხადდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და საშუალო წლიური ზრდა შენელებულია.

ყველაზე მაღალი მოთხოვნა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის სფეროაშია, მეორე პოზიციაზე ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორია მოხვდა, მესამეზე კი ფინანსები და სტატისტიკა. 2024 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში 8 066 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში, წლიურად მაჩვენებელი 13.7%-ით არის გაზრდილი.

10 622 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია. 8 497 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოგვყევით