PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მაჩვენებელი ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5%-ით არის მომატებული. ამავდროულად გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 2 400 ლარს აღემატება, მათი რაოდენობა კი ვისი ხელფასიც 600 ლარამდე იყო, შემცირდა.
ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში 2400 ლარზე მაღალი ანაზღაურება 284 ათას ადამიანს აქვს, 2400 ლარამდე ხელფასი კი 324 ათას დასაქმებულს.
600 ლარამდე ანაზღაურება, როგორც PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერშია მოცემული, 146 ათას ადამიანს აქვს. ამავდროულად, ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.5%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6%-ული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9%-ული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.