logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

კრიპტობაზრის აღმავლობა - ბიტკოინის ფასმა $97 000-ს გადააჭარბა

კრიპტობაზრის აღმავლობა - ბიტკოინის ფასმა $97 000-ს გადააჭარბა

1732201654

ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ კრიპტოვალუტების ბაზარს ზრდისკენ უბიძგა.

ბირჟაზე ბიტკოინის ფასმა დღეს ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 98 ათას დოლარს მიაღწია, თუმცა მოგვიანებით მისი ფასი მცირედით შემცირდა.

ბიტკოინის ფასი ამ დროისთვის 97 ათას დოლარს აჭარბებს. წამყვანი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ 932 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, თავად კრიპტოინდუსტრიის მოცულობა კი 3 ტრილიონ 220 მილიარდ დოლარს აღემატება.

გამოგვყევით