2024 წლის ოქტომბერში საქართველოს ელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 8,1%-ით, 959 გიგავატ/სთ-მდე შემცირდა.
„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, თბო და ქარის ენერგიის გამომუშავება 37.6%-ით და 15.2%-ით შემცირდა, ხოლო ჰიდროენერგიის გამომუშავება 128%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში 11%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და 1097 გიგავატ/სთ-ს მიაღწია.
2024 წლის ოქტომბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5,25 აშშ ცენტი შეადგინა. წლიური კლება 5.7%-ია.
"თიბისი კაპიტალის" ცნობით, საქართველო განაგრძობდა ელექტროენერგიის იმპორტს შიდა დეფიციტის შესავსებად, რომლის იმპორტმა 2024 წლის ოქტომბერში დაახლოებით 179 გვტ/სთ შეადგინა. თითქმის მთელი იმპორტირებული ელექტროენერგია რუსეთიდან შემოვიდა.