logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მონაწილეობა მიიღეს

500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მონაწილეობა მიიღეს

1731574964

11-14 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი იმართება. ღონისძიება თავს უყრის 3000-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 1000-ზე მეტ ინვესტორს - მათ, ვინც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან.

წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - Web Summit 2024 - ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, “StartUP in Georgia” ინიციატივით არის წარმოდგენილი.

წელს სამიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით, რეგიონში 500 Global in Eurasia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა.

სამიტის ფარგლებში, სტარტაპების დამფუძნებლებს აქვთ შესაძლებლობა, დაამყარონ საერთაშორისო კავშირები, გაეცნონ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიიღონ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე, ამასთან, ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდის დაჩქარებას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Global in Eurasia- ს მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს.

Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Global in Eurasia-ს მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაკადის სტარტაპები:

  • Kingsinternational – კომპანია ორგანიზებას უწევს ონლაინ აკადემიურ კონკურსებს სკოლის მოსწავლეებისთვის საზღვარგარეთის ბაზრებზე.
  • Beep - პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში, ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.
  • Awork – სტარტაპი სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც აძლევს ორგანიზაციებს შესაძლებლობას, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.
  • AI - სტარტაპი რეკრუტინგის ჭკვიან პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს, რომლითაც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების შერჩევა უფრო ეფექტიანად, სპეციალურად შემუშავებული თამაშის საშუალებით შეუძლიათ.
  • Videopoint-ის პლატფორმა ინსტაგრამის „რილსებს“ Shopify-ს მაღაზიებისთვის სარეკლამო რგოლებად გარდაქმნის და ამის მეშვეობით ზრდის DTC გაყიდვებს.
  • Kalalist - Katalist-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დამკვეთის დავალებას ანუ ტექსტს აანალიზებს და მის საფუძველზე ვიდეოებს ქმნის, რაც წარმოების ხარჯებს ამცირებს, ხოლო პროცესს ოთხჯერ აჩქარებს.
  • Algebras AI - იძლევა MENA, SEA ბაზრებზე შეუფერხებელი მასშტაბირების შესაძლებლობას, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექსტის ტექსტად და ტექსტის მეტყველებად გარდაქმნის ხელსაწყოების მეშვეობით, იძლევა MENA, SEA ბაზრებზე შეუფერხებელი მასშტაბირების შესაძლებლობას, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ

Widgera - ვებგვერდის შემქმნელი ინსტრუმენტია, რომელიც არ საჭიროებს კოდის წერას, ხელს უწყობს კონვერტაციის მაჩვენებლების ზრდას, AI-ზე დაფუძნებული, პერსონალიზებული და ავტომატური ვებ-გამოცდილების შექმნის მეშვეობით. 

გამოგვყევით