შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
სოფელ დიდნეძში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 2,6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები, რომელსაც თავად კომპანია ახორციელებს, თვის ბოლოს დასრულდება.