logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მოლებში სტენდის განთავსების ფასი შეუსაბამოდ მაღალია - "მანდილი"

გეგმაში გვქონდა მოლებში შესვლა სტენდის სახით, თუმცა ამ დრომდე ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ. მაგალითად, „გალერია თბილისთან“ გვქონდა კომუნიკაცია, თუმცა იმდენად შეუსაბამო ფასი აქვთ ნებისმიერი ქართული პატარა კომპანიისთვის შეუძლებელია სტენდის განთავსება, - ამის შესახებ „მანდილის“ თანადამფუძნებელმა ირაკლი გვასალიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ ქართველი მეწარმეები აღნიშნული მიმართულებით გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ.

გეგმები საკმაოდ მრავალფეროვანი და დიდი გვაქვს. ერთ-ერთი ჩვენი მთავარი გეგმა არის ცენტრალურ მოლებში განვათავსოთ პროდუქციის სტენდები. ასევე, ძალიან პოპულარული ხდება საშობაო ბაზრები და ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ქართული პროდუქციისთვის

მოლები, თუნდაც მცირე სტენდების განთავსების მიმართულებით, მაღალი ფასებით გამოირჩევიან. ვისურვებდი ამ ფასების გადახედვას და რეალური ფასების დაწესებას“, - აცხადებს ირაკლი გვასალია.

კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები „თბილისი მოლთან“ მიმდინარეობს. ირაკლი გვასალია, იმედოვნებს, რომ „თბილისი მოლში“  „მანდილის“ სტენდი უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

მისივე ინფორმაციით, პროდუქციაზე მოთხოვნა კვლავ მაღალია და ქართულ ორნამენტი გაცილებით  პოპულარული ხდება.

ცნობისთვის, ქართული მოტივებით შექმნილი აქსესუარების საწარმო „მანდილი“  ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. 

გამოგვყევით