logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელების პროექტის ფარგლებში ფინედუს ტრენერთა მომზადების პირველი ეტაპი დასრულდა

რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელების პროექტის ფარგლებში ფინედუს ტრენერთა მომზადების პირველი ეტაპი დასრულდა

1732006864

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუმ“ რეგიონში მცხოვრები ტრენერების მომზადების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.

2024 წლის 11-13 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის 18-მა წარმომადგენელმა სპეციალური ტრენერთა ტრენინგი გაიარა. მონაწილეები სამი დღის განმავლობაში გაეცნენ ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სასწავლო პროცესის წარმართვის ტექნიკებსა და მეთოდოლოგიებს, ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური განათლების კონკრეტული თემატიკის და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების შესახებ. პროექტის მომდევნო ეტაპზე პოტენციური ტრენერები ფინედუს მიერ ორგანიზებული საჩვენებელ ტრენინგებს ჩაატარებენ. ტრენინგების ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩევა ფინედუს 8 ტრენერი, რომლებიც საკუთარ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2025 წლის განმავლობაში 80-მდე საგანმანათლებლო შეხვედრას ჩაატარებენ.

შერჩეული ტრენერების ფინანსური განათლების საკითხებში გადამზადება 2024 წლის დეკემბერში, ხოლო რეგიონებში მოსახლეობის ტრენინგების ჩატარება 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

ფინანსური განათლების გავრცელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - "ფინედუ" მხარდამჭერ პარტნიორთან, სს "საქართველოს ბანკთან  ერთად  ფინანსური განათლების გამავრცელებელი ანაზღაურებადი ტრენერების შერჩევა-გადამზადების პროექტს სახელწოდებით "ფინედუს ტრენერი" ახორციელებს.

პროექტში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეეძლო, რომელსაც ფორმალური ან არაფორმალური სწავლების გამოცდილება ჰქონდათ. სულ დაინტერესება 140-მა კანდიდატმა გამოთქვა, საიდანაც პირველ ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. კანდიდატების შერჩევისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უპირატესობა მიენიჭა საზღვრისპირა  და მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელ მონაწილეებს.

გამოგვყევით