logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

თბილისში განვითარებული მოვლენების გამო არ მგონია ტურისტმა საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავოს - ვახტანგ ჭარაია

არასტაბილური პოლიტიკური გარემო და ქუჩების გადაკეტვა ტურიზმზე პოზიტიურად არ იმოქმედებს, თუმცა გასათვალისწინებელია მასშტაბი. თბილისში განვითარებული მოვლენების გამო არ მგონია ტურისტმა საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავოს, - ამის შესახებ  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ნებისმიერი ვნებათაღელვა ტურისტის განწყობაზე მოქმედებს, მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე ნეგატიურ ელფერი არ ჩანს, რადგან მასშტაბი ძალიან მცირეა.

"ქაოტური და სპონტანური ტიპის მიტინგებია, თუმცა თუ ეს რაიმე სერიოზულში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს არა მარტო ტურიზმზე, არამედ სხვა სექტორებზეც", - აცხადებს ჭარაია.

ცნობისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია 2 დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა და აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი. შესაბამისად, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი იყო. ამ დროისთვის აღნიშნული ტერიტორია სრულად თავისუფალია.გადაკეტილი რჩება მელიქიშვილის გამზირი.  

გამოგვყევით