logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 7.4%-ით გაიზარდა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 7.4%-ით გაიზარდა

1732002086

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და 2 370.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (466.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (368.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (231.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 310.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 236.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 198.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.4 პროცენტი).

გამოგვყევით