საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2024 წლის 3-4 დეკემბერს რუსთაველის თეატრი წლის შემაჯამებელ ტექნოლოგიურ სამიტს - TOUCH24 უმასპინძლებს.
ორდღიანი კონფერენცია მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება - 60-ზე მეტი სპიკერი, 1000-ზე მეტი დელეგატი 10-ზე მეტი ქვეყნიდან, სხვადასხვა ტიპის სესიები, პანელური დისკუსიები, სტარტაპ ექსპო, წინასწარ შერჩეული სტარტაპებისთვის Pitch Competition, ნეთვორქინგ სესია, პარალელური ივენთები და დამაგვირგვინებელი After Party.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა SWITCHING MINDSETS, რაც მთავარი გასაღებია სწრაფი და დიდი მიღწევების გზაზე.
რუსთაველის თეატრის ორი სცენა უმასპინძლებს 20-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, მათ შორის Google-ის UX დირექტორს, Oculus VR-ის დამფუძნებელს, Spotify, Typeform-ის ყოფილ დიზაინ დირექტორს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი AI Voice ქლონინგის უკრაინული კომპანიის Respeecher-ის დამფუძნებელს, მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალ ჰაკერს, TED-ის მრავალგზის სპიკერს, Meta-ს ბიზნეს სტრატეგისტსა და ფუტურისტს, Media.Monks-ის ტექ. კრეატიულ დირექტორს და ბევრ სხვა პროფესიონალს.
წლევანდელი სამიტის მიზანია, კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.
სტარტაპებისთვის წელსაც განსაკუთრებული პროგრამა იქნება შემუშავებული, რაც მოიცავს STARTUP PITCH COMPETITION-ს, სტარტაპ ექსპოს, სტარტაპ სცენას, პარალელურ ივენთებს და სპეციალურ ნეთვორქინგ სესიებს მოწვეულ ინვესტორებთან (საერთაშორისო VC ფონდები და სხვა). სამიტის ფარგლებში Სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 40-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავიანთი პროდუქტი.
ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და EMEA რეგიონებიდან. 100-მდე მეტი სტარტაპი - მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი:
Touch Summit-ის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ზუმერი, თბილისის მერია. სამიტის პარტნიორები არიან: Tegeta Cars, Georgia Travel, Croco Squad, Mtebi, Onesoul. Მედია პარტნიორები არიან: Forbes.ge, On.ge, Next.on.ge, Entrepreneur.ge, Marketer.ge, At.ge, BMG, Formula TV