logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აეროგრილი საკმაოდ მოთხოვნადია, რომელიც რაც დრო გადის უფრო და უფრო აქტუალური ხდება" - BEKO

BEKO-ს პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ხატია ტყებუჩავა ამ ეტაპისთვის ყველაზე გაყიდვად პროდუქტებსა და მიმდინარე ტენდენციებზე "ბიზნესპარტნიორთან" საუბრობს. 

მისი ინფორმაციით, ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი ისევ და ისევ არის საყოფაცხოვრებო ტექნიკაში მაცივარი და სარეცხის მანქანა. ბოლო პერიოდში, წინ წამოიწია და მოთხოვნადი გახდა ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ჩასაშენებელი ტექნიკა. რაც შეეხება წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას - აქ მოთხოვნადია  აეროგრილი, რომელიც რაც დრო გადის უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

როგორც კომპანიის პიარისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა აღნიშნა, BEKO-მ Black Friday-ის შეთავაზებები უკვე დაიწყო და კომპანია გაყიდვების გააქტიურებას ელოდება.

"Black Friday-ის კვირეული 20 ნოემბრიდან ჩაეშვა და 2 დეკემბრამდე მომხმარებელი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს როგორც BEKO-ს მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ technoshop.ge-ზე. აღნიშნული ფასდაკლება გავრცელდება როგორც მსხვილ და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ასევე ტელევიზორებსა და კომპიუტერებზე. მომხმარებლებს  საკმაოდ მსუყე "Black Friday-ის კვირეული ელოდება. ბოლო რამდენიმე წელია საკმაოდ ტრენდული გახდა Black Friday. ადრე მომხმარებელი საახალწლო პერიოდს ელოდებოდა, ახლა კი ძირითადი აქცენტი Black Friday-ზე კეთდება. შესაბამისად, ველოდებით მომხმარებლების დიდ ნაკადს და მზარდ გაყიდვებს", - აცხადებს ხატია ტყებუჩავა.

ცნობისთვის, Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ფილიალს ფლობს. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორებიც არის: „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრო მარტი“, „კონტაქტი“, „გრანდ ელექტრონიქსი“ და ასევე, 44–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

გამოგვყევით