logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ახალი ბრენდების შემოყვანა მეტწილად სავაჭრო ცენტრების გაფართოებაზეა დამოკიდებული" - რევაზ მაღალაშვილი

ახალი ბრენდების შემოყვანა მეტწილად სავაჭრო ცენტრების გაფართოებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ "სინომი რითეილის" ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ძირითადად, ახალ დიდ პროექტებს ახლავს ხოლმე თან.

"ახალი ბრენდების შემოყვანის საკითხზე ყოველთვის ვმუშაობთ, თუმცა ეს ახლა  არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. სავაჭრო ცენტრები გაჯერებულია და ფაქტობრივად, ადგილები არ არის. თუმცა ჩვენ კონტაქტი მუდმივად გვაქვს ახალ ბრენდებთან, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება შესაძლებლობა გამოჩნდეს უძრავი ქონების ბაზარზე და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

არის საუბარი, რომ გარკვეული სავაჭრო ცენტრები აპირებენ გაფართოებას და რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის დამატებას სამი წლის პერსპექტივაში და ამ პერიოდში გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები დამატებითი ბრენდების შემოსაყვანად", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი. 

ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.

„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.

2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი  საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.

გამოგვყევით