logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბიზნესის მხრიდან მედიაციის სერვისზე მომართვიანობა იზრდება - ირაკლი ყანდაშვილი

ბიზნესის მხრიდან მედიაციის სერვისზე მომართვიანობა, წლიდან წლამდე, იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მედიაცია დავის გადაწყვეტის იურიდიულად ლეგიტიმური მექანიზმია.

"სასამართლო გადატვირთულია როგორც ჩვენს იურისდიქციაში, ისე მსოფლიო მასშტაბით. მედიაცია არის მექანიზმი, რომელიც მოდავე მხარეებს აძლევს შესაძლებლობას მათ ინტერესზე მორგებული და მათ საერთო სარგებლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება. ბიზნესი, მედიაციის ძალიან აქტიური მომხმარებელია. მედიაცია არა მხოლოდ დავის გადაწყვეტის მექანიზმია, არამედ ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ როდესაც დავა უკვე სასამართლოშია წარმართული მათ მართონ ეს დავა, ანუ ნაცვლად სამართალწარმოებისა შეაჩერონ და მედიატორთან გადაინაცვლონ.

ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ დათმობა სისუსტე არ არის და დათმობის ხარჯზე მიღწეული საბოლოო ორმხრივი შეთანხმებით ჩვენ იმ შედეგებს ვიღებთ, რაც დროის ხარჯის და ფინანსების ხარჯის დაზოგვის საფუძველზე ჩვენ მოგებას გვაძლევს. ეს არის ბიზნესის ინტერესი“, - აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.

ცნობისთვის, მედიაცია როგორც სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ინსტრუმენტი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით 17 მედიაციის ცენტრი არსებობს და 300-მდე მედიატორია.

გამოგვყევით