logo
Loading data...

ვლადიმერ ხუნდაძე: ელექტრონულად ატვირთული საბაჟო დეკლარაციები მთლიანი რაოდენობის 50%-ს შეადგენს

ვლადიმერ ხუნდაძე: ელექტრონულად ატვირთული საბაჟო დეკლარაციები მთლიანი რაოდენობის 50%-ს შეადგენს

1713438000

ელექტრონულად ატვირთული საბაჟო დეკლარაციები მთლიანი რაოდენობის 50%-ს შეადგენს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში "e -გეზის"(ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა) მებაჟე-ოფიცრების მიერ დარეგისტრირებულია 134 513 საბაჟო დეკლარაცია.

"e -გეზი" საბაჟო სერვისების გაციფრულებას ითვალისწინებს, რაც ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს. "e -გეზი" შეიქმნა 2022 წელს და ამ რეფორმის მიზანი იყო, რომ ბიზნესისთვის ელექტრონულად მიგვეწოდებინა ის სერვისები, რაც დაკავშირებულია საქონლის საბაჟო გაფორმებასთან. მისი კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ გადამხდელს, ბიზნესოპერატორს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მიუსვლელად, საიტის - rs.ge-ს მეშვეობით შეუძლია ატვირთოს ტვირთის თანმხლები ყველა დოკუმენტი და ელექტრონულად მოახდინოს მისი განბაჟება. თუ აქამდე ელექტრონულად მომართვა და ელექტრონულად გაფორმება საბაჟო დეკლარაციის 35%-40%-ის ფარგლებში იყო, დღეს ეს მონაცემი 50%-მდე გაიზარდა. მთლიანი დეკლარაციების რაოდენობაში ელექტრონულად ატვირთული დეკლარაციები 50%-ს შეადგენს. 

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ თვითმომსახურება წავახალისოთ, რომ თვითონ შეავსონ ეს დეკლარაცია და მომსახურების საფასურებიც კი მკვეთრად შევამცირეთ", - განაცხადა ხუნდაძემ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით