logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

განახლებადი ენერგიებიდან წარმოებული ენერგიის 1111 წარმოშობის სერტიფიკატი გაუქმდა

განახლებადი ენერგიებიდან წარმოებული ენერგიის 1111 წარმოშობის სერტიფიკატი გაუქმდა

1718199540

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილების შესაბამისად, საქართველოში პირველად, გაუქმდა განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის 1111 სერტიფიკატი.

სერტიფიკატების გაუქმებით დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ მოხმარებული 1111 მეგავატსაათი ელექტროენერგია წარმოებულია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, რომლის შედეგადაც შემცირდა წიაღისეულიდან წარმოებული ელექტროენერგიის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე.

წარმოშობის სერტიფიკატები საქართველოში 2023 წლიდან გაიცემა განახლებადი ენერგიის მწარმოებლებზე. იგი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს წაახალისონ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია და შეამცირონ წიაღისეულიდან წარმოებული ელექტროენერგიის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე.

აღნიშნული მექანიზმი საქართველოში დაინერგა განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის გამოყენების მხარდაჭერის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/28/EC დირექტივის ტრანსპოზიციით. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატების გამცემი ორგანოა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

energynews.ge

გამოგვყევით