logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Alibaba-ს საერთაშორისო პლატფორმაზე  50 ქართული  კომპანია იქნება დალისტული - თორნიკე ზირაქიშვილი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის ინფორმაციით,  პირველ ეტაპზე Alibaba-ს საერთაშორისო პლატფორმაზე  50 ქართული  კომპანია იქნება დალისტული. თორნიკე ზირაქიშვილის განმარტებით, ეს არის ახალი შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის.

„Alibaba  - ბიზნესთან მიმართებაში არის ყველაზე ძლიერი პლატფორმა მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აქედან დაწყება იქნებოდა  მიზნობრივი. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ კომპანიების წარმადობას, სერტიფიკატებს და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც მათ სჭირდებათ, ამ პლატფორმაზე წარმატების მიღწევისთვის. თუ ამან გაამართლა,  ჩვენ დამატებით სხვა კომპანიების განთავსებასაც შევუწყობთ ხელს“-აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, წლიდან წლამდე ექსპორტის მიმართულებით  სააგენტოს  ბიუჯეტი 20%-ით იზრდება.

„8 მლნ ლარზე ცოტა მეტი იხარჯება წლიურად ექსპორტის მხარდამჭერ მექანიზმებზე, აქ მოიაზრება განათლების სისტემა, ტექნიკური დახმარება, გამოფენები, ონლაინ პლატფორმებზე კომპანიების უკეთ წარმოდგენის შესაძლებლობა და სხვა“,-აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.

გამოგვყევით