logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ირაკლი კობახიძე - შევქმენით საფუძველი, რომ გავაორმაგოთ ელექტროენერგიის გამომუშავება

ირაკლი კობახიძე - შევქმენით საფუძველი, რომ გავაორმაგოთ ელექტროენერგიის გამომუშავება

1729882332

ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში გაორმაგდება ელექტროენერგიის გამომუშავება და 2030 წლისთვის 10 000 მეგავატს გადააჭარბებს. 

„ჩვენ უკვე შევქმენით საფუძველი იმისთვის, რომ გავაორმაგოთ ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში, რაც გაიზრდება 8 000 მეგავატამდე, 2030 წლისთვის გადააჭარბებს 10 000 მეგავატს, რის შემდეგაც მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ წარმოებულ ელექტროენერგიაზე და საერთოდ აღარ დაგვჭირდება იმპორტი, პირიქით, გავხდებით მთლიანად ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. ტურიზმის სფეროში გვაქვს სამმაგი ზრდა და გვაქვს ასევე ამბიციური ამოცანები. 11 მილიონს მიაღწევს ტურისტების რაოდენობა, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები, გაიზრდება სასტუმროების რაოდენობა და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დასაქმებას. თქვენ გახსოვთ თითიდან გამოწოვილი თემა, სად არის 100 საწარმო, 700 მარტო ახალი საწარმო შეიქმნა მხოლოდ სამთავრობო მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით და 800 საწარმო არსებითად გადაიარაღდა. ჯამში არის 1500 პრაქტიკულად ახალი ან სრულად განახლებული საწარმოების რაოდენობა. აქაც გვაქვს დაგეგმილი პროექტები, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა და ასობით ახალი საწარმო შეიქმნება მარტო მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, უდიდესი წინსვლაა სოფლის მეურნეობაში - გაორმაგდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამომუშავება და ექსპორტი. „3 მილიარდი ლარი შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩაიდება მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, როცა წინა ხელისუფლების წლიური ბიუჯეტი 2012 წელს 200 მილიონ ლარზე ნაკლები ოყო. მიტოვებული იყო მთლიანად ქართული სოფელი, სოფლის მეურნეობა წინა ხელისუფლების პირობებში და ეს დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს ქართული სოფელი არის ის, რაზეც განსაკუთრებულად ზრუნავს სახელმწიფო და მაქსიმუმი კეთდება. კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ყველა მიმართულებით გვაქვს ერთდროულად უაღრესად ამბიციური  და ამასთან, რეალისტური მიზნები და დაპირებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდნენ - 26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდნენ - 26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

გამოგვყევით