logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"რეალური გარიგება ბირჟაზე ვერ შედგა, თუმცა, ეს დიდხანს ასე არ გასტანს" - დავით ნარმანია

გენერაციის ობიექტები დროთა განმავლობაში იძულებული იქნებიან, რომ ბირჟაზე თავიანთი ფასი დაწიონ. გარდა ამისა, ენერგიის მყიდველები მიხვდებიან რომ შეთავაზებულ ფასად ვერ იყიდიან ენერგიას და ცოტა უფრო მეტის შეთავაზება მოუწევთ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს.

საუბარია 1 ივლისს, არასავალდებულო რეჟიმში ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ვაჭრობა ჯერ-ჯერობით ვერ შედგა.

„ჯერჯერობით, მონაწილეთა მცირე რიცხვია. ვისაც ენერგიის გაყიდვა უნდა, ის ადებს შედარებით უფრო ძვირ ფასს, ვისაც ყიდვა უნდა ისინი ცდილობენ, რომ უფრო ნაკლებ ფასად იყიდონ ენერგია. აქედან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით რეალური გარიგება ბირჟაზე ვერ შედგა, თუმცა, ეს  დიდხანს ასე  არ გასტანს - ისინი აუცილებლად გადაიკვეთებიან ერთ წერტილში, რასაც საბაზრო ფასზე შეთანხმება ჰქვია.

ვინაიდან, კომპანიებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით ელექტროენერგიის ყიდვა, შესაძლოა, არ ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია, რომ ბირჟაზე ენერგია იყიდონ. მაგრამ, როცა სავალდებულო გახდება, ყველა მსხვილი მომხმარებელი იძულებული იქნება, რომ [ენერგია] ბირჟაზე შეიძინოს. თუმცა, მანამდეც, ვიდრე ნებაყოფლობითი რეჟიმი მუშაობს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შედგება შეთანხმება“ - აცხადებს დავით ნარმანია „ბიზნესპარტნიორთან“.

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6-ჯერ გადავადდა. საბოლოოდ, ის 1 ივლისს, ნაწილობრივ, არასავალდებულო რეჟიმში გაიხსნა. ამ დროისთვის ბირჟაზე 6 მონაწილეა რეგისტრირებული.

გამოგვყევით