logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი - რეიტინგი

სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი - რეიტინგი

1727944171

საინტერესოა სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა გამოაქვეყნა მონაცემების საწვავის ფასები, რომლის მიხედვითაც, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა საწვავის ფასის კლება საშუალოდ 5-8 თეთრით/ლიტრაზე. 

კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.95-3.17 ლარი/ლიტრაზე,  პრემიუმის ტიპის ბენზინი - 3.13-3.32 ლარი/ლიტრაზე, სუპერის ტიპის ბენზინი - 3.58-3.71 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 3.21-3.33 ლარი/ლიტრაზე,  დიზელის საწვავი - 3.21-3.26  ლარი/ლიტრაზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი  შემცირდა – 0,01 – 1,46 ევროთი/ლიტრაზე დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  შემცირდა - 0.0– 1,4 ევროთი/ლიტრაზე. 

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

30 სექტემბრის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.24 ევროს, დიზელის საწვავი - 1,78 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,75 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 1.90 ევროს, დიზელის საწვავი - 1,61 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,70 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,79  ევროს, დიზელის საწვავი - 1.60 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი - 0,519 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,56 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,66 ევრო, დიზელის საწვავი - 0,64 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიკერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  - 1.157 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი - 1,25 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1.74 ევროს , დიზელის საწვავი - 1.18 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,580 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1,21 ევროს; დიზელის საწვავი - 0,53 ევროს;

უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,168 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,23 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.31 ევროს, დიზელის საწვავი - 1.15 ევროს;

 თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1.12 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 1.13 ევროს, დიზელის საწვავი - 1.12 ევროს.

 მოლდოვაში - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,140 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,15 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,54 ევროს, დიზელის საწვავი - 0,98 ევროს.

ბელორუსიაში  - A-92 მარკის  ბენზინი  - 0,654 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 0,68 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,74 ევროს, დიზელის საწვავი - 0,68 ევროს.

ცნობისათვისსაქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის  ბენზინი - 1,018 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,08  ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.21 ევროს; დიზელის საწვავი - 1.08 ევროს;

დეტალურად საწვავის ფასები იხილეთ ქვევით მოცემულ ცხრილში:

გამოგვყევით