logo
Loading data...

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

1706709602

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“.

სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორს. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და პოლიტიკას, ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითად პარამეტრებსა და ტიპოლოგიას, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელ ჩარჩოს, ევროპის მე-3 და მე-4 ენერგეტიკული პაკეტების მოთხოვნებს, სატარიფო რეგულირების პრინციპებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს.

ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკისა და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები.სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 თებერვალი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე:  https://entc.ge

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით