საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25.3 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 76.9 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 734.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 450.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო 291.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ფასის ცვლილების გამო 40.0 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, სხვა ცვლილებების გამო ვალი 47.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.4 მლრდ აშშ დოლარი (31.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.8 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 862.0 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 459.3 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.4 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 7.9 მლრდ აშშ დოლარი (21.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 12.3 მლრდ აშშ დოლარი (33.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ–ს 37.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.7 მლრდ აშშ დოლარია (18.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.3 პროცენტია.
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 26.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად საკურსო ცვლილების შედეგია. 2024 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 862.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 471.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.