logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

არაფინანსური კორპორაციების 142 მლრდ-იანი აქტივების 4.1% უცხოურ ვალუტაშია - "საქსტატი"

არაფინანსური კორპორაციების 142 მლრდ-იანი აქტივების 4.1% უცხოურ ვალუტაშია - "საქსტატი"

1729588717

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2023 წლის ბოლოსათვის 142.4 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.1 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით - ამის შესახებ აღნიშნულია "საქსტატის" ანგარიშში.

2023 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 29.5 მილიარდი ლარია.

2023 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.6 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 44.8.

2023 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 72.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 19.9 მილიარდ ლარს.2023 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 15.8 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 9.9 მილიარდ ლარს შეადგენს.კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2023 წლის ბოლოსათვის 70.1 მილიარდი ლარი შეადგინა:

ამასთან, არაფინანსური კორპორაციების მიერ 2023 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 18.5 მილიარდ ლარს.

2023 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 13.4 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 1.8 მილიარდი ლარია. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით 114.4 მილიონ ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 820.5 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოგვყევით