logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით ₾100 მლნ-ზე მეტს მიიღებენ - ლაშა ხუციშვილი

მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით ₾100 მლნ-ზე მეტს მიიღებენ - ლაშა ხუციშვილი

1733829791

მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში განხილვის ეტაპზეა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დამატებული ღირებულების გადასახადის ჯამური მოცულობიდან, 19%-ის ნაცვლად 20% მიიმართება მუნიციპალურ ბიუჯეტებში.

 „აღნიშნული ცვლილებით, მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ. მათი კუთვნილი დღგ-ის მოცულობა, ჯამურად, 2 მილიარდ 34 მილიონი ლარი იქნება, რაც 2024 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 300 მილიონი ლარით მეტია. გარდა ამისა, 580 მილიონი ლარია გათვალისწინებული ქალაქ თბილისის ტრანსფერის სახით, რომლის ფარგლებში დედაქალაქის მერია გეგმავს ახალი პროექტების დაწყებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებისთვის გათვალისწინებულია 65 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა განსაზღვრულია 760 მილიონი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 90 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული ქალაქების - ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის კაპიტალური პროექტებისთვის, რაც ასევე სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტი პირველად ითვალისწინებს ახალ პროგრამას - ახალ ფონდს, რომელიც მიიმართება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის და მისი მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

 

გამოგვყევით